საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გახდი პროგრამის წარმომადგენელი!

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტური პროექტის ფარგლებში, ხარისხის სამსახურთან თანამშრომლობით, იგეგმება კურსის/პროგრამის წარმომადგენელი სტუდენტების პრაქტიკის დანერგვა, რაც გულისხმობს სტუდენტების შიდა ხარისხის მექანიზმებში ჩართულობის გაძლიერებას. სტუდენტები შეირჩევიან კურსებისა და მიმართულებების მიხედვით და ნოემბრის თვეში გაივლიან ტრენინგებს, სადაც დეტალურად შეისწავლიან ფუნქცია-მოვალეობებს. ამის შემდეგ თემატურ ვორქშოპებში აქტიურად ჩაერთვებიან ხარისხის სტანდარტების განვითარებაში. ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ კურსის წარმომადგენლის სტატუსს და  ჩაერთვებიან პროგრამების მუდმივი განვითარების პროცესში, ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ პერსონალთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: 


https://forms.gle/LUs22eqrgog7G4QU7 

თარიღი: 02/11/2021